28 სექტემბერი 2024,   03:06
ვრცლად
ბათუმში საქართველო-თურქეთის მატჩს გულშემატკივრები სტადიონზე დამონტაჟებული დიდი მონიტორიდან ადევნებენ თვალს

EURO 2024-ის მატჩების საჯარო ჩვენებები გულშემატკივრებისთვის, ქვეყნის ყველა ქალაქში იმართება. მოწყობილია სპეციალური სივრცეები, სადაც გულშემატკივრისთვის დამონტაჟებულია დიდი ეკრანები.

18, 22 და 26 ივნის ეროვნული ნაკრების სამივე მატჩის ყურება გულშემატკივრებს ღია სივრცეებში საქართველოს ყველა ქალაქში შეუძლიათ. მათ შორისაა ბათუმი, სადაც საქართველოს დროშებითა და ეროვნული ნაკრების მაისურებით ასევე დილიდან მსვლელობით მოძრაობდნენ ქომაგები. ზღვისპირა ქალაქში მოვლენების ეპიცენტრი ახლა სტადიონია, სადაც ყველაზე დიდი მონიტორია დამონტაჟებული.

დღის ამბები