28 სექტემბერი 2024,   03:01
ვრცლად
1:1 - ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-თურქეთის მატჩის პირველი მატჩი ფრედ დასრულდა

ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-თურქეთის მატჩში გიორგი მიქაუტაძემ ანგარიში გაათანაბრა. ტაბლოზე საქართველო - თურქეთს შორის ანგარიში 1:1 დაფიქსირდა და პირველი მატჩი ფრედ დასრულდა. შეხვედრა დორტმუნდში, “სიგნალ იდუნა პარკზე“ მიმდინარეობს.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად თამაშობს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, წიტაიშვილი, ჩაკვეტაძე, მიქაუტაძე, კვარაცხელია.

თურქეთის შემდეგ ტურნირზე ჩვენი ნაკრების მეტოქე ჩეხეთი იქნება, რომელსაც საქართველო 22 ივნისს შეხვდება. ჯგუფური ეტაპის ფინალურ შეხვედრას კი ჩვენი გუნდი 26 ივნისს, პორტუგალიასთან გამართავს.

 

ავტორი: ლაშა დვალიშვილი

დღის ამბები