30 ივნისი 2024,   12:40
ვრცლად
ისრაელის ძალები რაფაჰში პალესტინელების საცხოვრებელ სახლებს ანადგურებენ - ALJAZEERA

ALJAZEERA-ს ინფორმაციით, ისრაელის ძალები ქალაქ რაფაჰში პალესტინელების საცხოვრებელ სახლებს ანადგურებენ.

UNICEF-ის მიერ "გაეროს" უშიშროების საბჭოსთვის წარდგენილი ანგარიშის მონაცემებით, ღაზაში ათასობით დაკარგული ბავშვის ცხედარი ნანგრევებშია მოყოლილი.

პარალელურად, ისრაელის თავდაცვის მინისტრი აშშ-ში საკუთარი ვიზიტის შეფასებისას ამბობს, რომ ვაშინგტონთან იარაღის შესყიდვის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესია.

ცნობილია, რომ მას შემდეგ, რაც საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის წინააღმდეგ გენოციდის ბრალდებით გამოძიება დაიწყო, რიგმა ქვეყნებმა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა ისრაელისთვის ზოგიერთი სახეობის იარაღის შესყიდვა შეზღუდა.

დღის ამბები