30 ივნისი 2024,   07:32
ვრცლად
ერთიანობა - ეს არის ჩვენი ნაკრების ყველაზე დიდი გამარჯვება - ალექსანდრე იაშვილი

ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. 2:0 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ. პორტუგალიის დამარცხების შემდეგ, ნაკრები ევროპის ორგზის ჩემპიონს - ესპანეთს დაუპირისპირდება.

ათასობით გულშემატკივრის შემდეგი გაჩერება ქალაქი კიოლნია. არენა "რაინ ენერგიაზე" მატჩი 30 ივნისს გაიმართება.

ეროვნული ნაკრები კონტინენტის 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.

"საოცარი დღე იყო ქართული ფეხბურთისთვის. ვფიქრობ, ერთიანობა - ეს არის ჩვენი ნაკრების ყველაზე დიდი გამარჯვება. ყველა ერთნაირად ემზადება თამაშისთვის, ყველა ერთნაირად დებს ყველაფერს." - ამბობს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ალექსანდრე იაშვილი.

ავტორი: ლაშა დვალიშვილი 

 

 

 

დღის ამბები