30 ივნისი 2024,   09:36
ვრცლად
საქართველომ პორტუგალია დაამარცხა - ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის აღმოჩენა გახდა

2024 წლის 26 ივნისი - თარიღი, რომელიც არავის არასდროს დაავიწყდება. საქართველომ პორტუგალია დაამარცხა - პორტუგალია, სადაც კრიშტიანუ რონალდუ თამაშობდა და საუკეთესო მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელია გახდა.

93-ე წამზე გატანილი კვარაცხელიას პირველი სწრაფი გოლი, მიქაუტაძის საკონტროლო გასროლა და საქართველოს კავკასიონი გიორგი მამარდაშვილი.

ყველა მოთამაშე გმირია. დებიუტანტი, რომელიც პირველად გავიდა მერვედფინალში - საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის აღმოჩენა გახდა.

გმირები ვილი სანიოლმა შექმნა - ფრანგი მწვრთნელი, თავისი გამორჩეული სტილით და ენთუზიაზმით, რომელმაც ქართველებს წარმატება შთააგონა და მსოფლიო აღაფრთოვანა.

შედეგად, საქართველო ევროპის საუკეთესო 16 გუნდშია. ფიფას რეიტინგში 74 ადგილზე მყოფმა ნაკრებმა 2 უპასუხო გოლით დაამარცხა პორტუგალიის ეროვნული ნაკრები, რომელიც რეიტინგში მე-6 პოზიციაზეა და რომელსაც ბოლო 12 მატჩში წაუგებელი სერია ჰქონდა.

იმედგაცრუებული გავიდა მოედნიდან რონალდუც, რომელმაც დიდი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გოლი პირველად ვერ გაიტანა.

ქართველები იბრძოდნენ მოედნის ყველა სანტიმეტრისთვის და ამიტომაც გამარჯვება, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ ოცნება იყო, დღეს რეალობა გახდა.

დღის ამბები