02 ივლისი 2024,   17:17
ვრცლად
"დარწმუნებული ვარ, ეს თამაში იმ წარმატებისა და იმ გზის გვირგვინი იქნება, რომელიც ბიჭებმა აქამდე გაიარეს" - ქართველი გულშემატკივრები უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ემზადებიან

მოლოდინი მაღალია - ქალაქ კიოლნში ქართველი გულშემატკივრების კიდევ ორი რეისი ჩაფრინდა. ყველა ქუჩაზე ისმის ქართული საუბარი.

მოქალაქეებს, რომლებიც ვერ შეძლებენ მატჩზე დასწრებას, შესაძლებლობა აქვთ, თამაშს სპეციალურად მოწყობილ ფან ზონაში უყურონ.

გულშემატკივრების განცხადებით, ბრძოლა იქნება რთული, რადგან ესპანეთის ნაკრებს ჰყავს ძლიერი შემადგენლობა, თუმცა არც საქართველოს ნაკრებია ცუდ ფორმაში, რის გამოც ქომაგები მორიგ ტრიუმფს ელოდებიან.

"გამარჯვებისთვის ჩამოვედი. მჯერა ჩვენი ბიჭების. სამივე თამაშს დავესწარი, სამივე არაჩვეულებრივი იყო - ისეთი ემოციური, რომ ვერ აღვწერ ამ ყველაფერს. დარწმუნებული ვარ, ეს თამაში იქნება გვირგვინი იმ წარმატებისა და იმ გზის, რომელიც ბიჭებმა გაიარეს აქამდე", - განაცხადა ქართველმა გულშემატკივარმა.

დღის ამბები