02 ივლისი 2024,   17:14
ვრცლად
საქართველომ, მერვედფინალში გასვლით, ისტორია დაწერა და კიდევ აქვს შანსი, გააგრძელოს ეს ისტორია - CNN

საქართველოს ნაკრების დიდ გამარჯვებას "სიენენი" ეხმაურება. ავტორის თქმით, საქართველომ, მერვედფინალში გასვლით, ისტორია დაწერა, და კიდევ აქვს შანსი, გააგრძელოს ეს ისტორია ესპანეთთან გამარჯვებით.

"სიენენმა" ინტერვიუ აიღო ოთარ კიტეიშვილისგან. ის ამბობს, რომ მსოფლიოს შეუძლია, ნახოს, როგორია ქართველი ხალხი და როგორ უყვართ ქართველებს ფეხბურთი.

"ფეხბურთში სასწაულები ხდება. მოთამაშეებს შეუძლიათ, გააკეთონ საოცარი რამ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს სივრცე და შეგვიძლია მისი გამოყენება"- ამბობს ოთარ კიტეიშვილი.

"სიენენი" ეხმაურება გამარჯვების შედეგად გამოწვეულ ემოციებს, სადაც ხალხი ეროვნულ დროშას აფრიალებს და გიორგი მიქაუტაძის ჟესტებს იმეორებდნენ, რომელსაც ქართველი ბომბარდირი, გოლის გატანის შემდეგ იყენებს.

დღის ამბები