04 ივლისი 2024,   22:16
ვრცლად
ფეხბურთელები გამოვლენ სცენაზე და სურვილის შემთხვევაში, ექნებათ საშუალება, ყველას მიმართონ - მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი

ეროვნული გუნდის წევრებთან შეხვედრის ცერემონია, თავისუფლების მოედანზე, 22:00 საათზე დაიწყება. ფეხბურთელები გულშემატკივარს სცენიდან მიმართავენ, ქომაგებთან გაცვლიან ემოციებს, რომელიც ჭარბად იყო ბოლო ორი კვირის განმავლობაში.

"ჩვენი ფეხბურთელები, დღეს 21:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან ღია ავტობუსით დაიწყებენ გადაადგილებას. ქუჩაში, გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ, მადლობა გადაუხადონ მათ. რუსთაველის გამზირით ისინი მოხვდებიან თავისუფლების მოედანზე და უკვე 22:00 საათზე ღონისძიება დაიწყება. ფეხბურთელები გამოვლენ სცენაზე და, სურვილის შემთხვევაში, ექნებათ საშუალება, ყველას მიმართონ. ჩვენ, გულშემატკივრებს, კი გვექნება საშუალება, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადოთ ჩვენს საამაყო ბიჭებს, ყველას, ვინც ერთი აგური მაინც დადო ამ ძალიან სერიოზული წარმატების გზაზე. შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, ბოლოს კი, ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება, რათა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ მადლიერება ჩვენი საამაყო ფეხბურთელების მიმართ. "ვფიქრობ, ეს ღონისძიება, მათ შორის არის მადლობა არამხოლოდ ფეხბურთელების, არამედ ქართველი გულშემატკივრების, ათასობის ქართველის, ვინც გერმანიაში ჩავიდა და უგულშემატკივრა საკუთარი ქვეყნის გუნდს," - აცხადებს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი დააფიქსირა და მერვედფინალში გავიდა. ევროპის საუკეთესო 16 გუნდს შორის ადგილი ჩვენმა ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე წარმატებული ასპარეზობით მოიპოვა.

 

დღის ამბები