05 ივლისი 2024,   00:24
ვრცლად
პრემიერმა დააანონსა, რომ ღირსების ორდენს გადმოგვცემენ და ჩვენთვის, როგორც რიგითი ქართველებისთვის, ასეთი ჯილდოს მიღება ძალიან საამაყოა - ოთარ კიტეიშვილი

ეს სამი კვირა, რაც ევროპის ჩემპიონატი დაიწყო, ყოველი დღე განსაკუთრებული იყო ჩვენთვის და მთელი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების წევრმა ოთარ კიტეიშვილმა განაცხადა.

მან ქართველ გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა:

"ეს სამი კვირა, რაც ევროპის ჩემპიონატი დაიწყო, ყოველი დღე განსაკუთრებული იყო ჩვენთვის და მთელი ქვეყნისთვის. უდიდესი ემოცია იყო ჩვენთვის, ფეხბურთელებისთვის, განსაკუთრებით, როდესაც ქართველ ხალხს ასე გახარებულს ვხედავდით. განსაკუთრებით პორტუგალიასთან თამაშის შემდეგ, როცა ჯგუფიდან გავედით. მუხტს, რომელიც წამოვიდა, მთლიანად ვგრძნობთ. რამდენი ხალხი დაგვხვდა აეროპორტში, უდიდესი მადლობა მათ. პრემიერმა დააანონსა, რომ ღირსების ორდენს გადმოგვცემენ და ჩვენთვის, როგორც რიგითი ქართველებისთვის, ასეთი ჯილდოს მიღება ძალიან საამაყოა. იმედები და ხალხის მოთხოვნა ჩვენს მიმართ იზრდება და ეს ნორმალურია. ამის საბაბს მათ ჩვენი თამაში აძლევთ, ჩვენ კი მაქსიმალურად შევეცდებით, ზრდა გავაგრძელოთ და მაქსიმალურად განვვითარდეთ, რაც შედეგებზეც აუცილებლად აისახება,"- აცხადებს საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების წევრი ოთარ კიტეიშვილი.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები მსვლელობისთვის ემზადებიან.

დღის ამბები