ათასობით ქომაგმა, ფეხბურთელებთან ერთად, გერმანიის სხვადასხვა ქალაქში იმოგზაურა, თუმცა ყველა გულშემატკივრისთვის მათთან შეხვედრა დღეს იქნება შესაძლებელი. ეროვნული ნაკრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეიკრიბება, დაახლოებით, 21:30 საათიდან ეროვნული გუნდის მსვლელობა დაიწყება.
ღია ავტობუსი იმოძრავებს ჭავჭავაძის, მელიქიშვილისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით, საბოლოო დანიშნულების ადგილი კი თავისუფლების მოედანი იქნება.