05 ივლისი 2024,   00:07
ვრცლად
რომ ვნახეთ, ბებოები და ბაბუები როგორ გვიხდიდნენ მადლობას და ბედნიერები იყვნენ, ეს ჩვენთვის ძალიან დიდი სიხარულია - გიორგი ქვილითაია

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი ქვილითაიას განცხადებით, მათ მხოლოდ საქართველოში დაბრუნების შემდეგ აღიქვეს კარგად საზოგადოების რეაქცია ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების წარმატების შესახებ.

მისივე თქმით, ეს წარმატება მომავალში უკეთეს შედეგებს მოიტანს.

"ჩვენ ჯერ კიდევ ვერ აღვიქვამდით, თუ რა ხდებოდა საქართველოში და როგორი ბედნიერი იყო ხალხი. რომ ჩამოვედით და ვნახეთ ხალხის რეაქცია, ბებოები და ბაბუები როგორ ირტყამდნენ გულზე ხელს, მადლობას გვიხდიდნენ და ბედნიერები იყვნენ, ეს ჩვენთვის ძალიან დიდი სიხარულია.

ეს წარმატება, მგონია, ბევრად უკეთეს შედეგებს მოიტანს მომავალში და არ ვფიქრობ, რომ ამ წარმატებაზე გაჩერება სწორი იქნება.

ჩვენ, ქართველებს, ზოგადად, გვქონდა აღქმა, რომ დამფასებლები ვიყავით და არ იცოდნენ ქართული ფეხბურთის შესახებ არაფერი. კარგია, რომ ამ ტურნირზე ვიყავით, დააფასეს, გაიცნეს, რომ ჩვენ, ქართველებს, ფეხბურთის თამაში შეგვიძლია, თან - საკმაოდ კარგად,"- განაცხადა გიორგი ქვილითაიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები სამშობლოში დღეს დაბრუნდნენ. იქამდე, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრების დამარცხება, ჯგუფიდან გასვლა და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ასპარეზობა მოახერხა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები მსვლელობისთვის ემზადებიან.

დღის ამბები