06 ივლისი 2024,   01:27
ვრცლად
დანაშაულის პრევენციის კურსი მასწავლებლებისთვის - იუსტიციის სამინისტრო, განათლების უწყებასთან ერთად, ახალ პროექტს იწყებს

დანაშაულის პრევენციის კურსი მასწავლებლებისათვის - იუსტიციის სამინისტრო, განათლების უწყებასთან ერთად, ახალ პროექტს იწყებს. მიზანი 18 წლამდე მოზარდების დანაშაულის პრევენციაა.

"განათლების სამინისტროსთან ერთად, დავიწყეთ ინოვაციური პროგრამის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც მასწავლებლები გადამზადდებიან დანაშაულის პრევენციაში და შეიძენენ საჭირო ცოდნასა და უნარ-ჩვევებს იმისთვის, რომ დროულად აღმოაჩინონ ახალგაზრდებში კანონსაწინააღმდეგო ქცევის შესაძლო ნიშნები და დროულად მოახდინონ მათზე სათანადო რეაგირება.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა მონაწილეს და, ასევე, მასწავლებლებს ვუსურვო წარმატება ახალ, საკმაოდ საინტერესო და რთულ მისიაში,“ - აცხადებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე.

გადამზადებას გაივლის საჯარო და კერძო სკოლების ყველა მასწავლებელი და შესაბამისი პერსონალი. დღეს პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.

"მომზადდა შესაბამისი ონლაინმოდული, რომელიც მიზნად ისახავს, რომ ჩვენს პედაგოგებს, სკოლის ადმინისტრაციასა და მთლიანად სასკოლო საზოგადოებას ავუმაღლოთ ცნობიერება იმ მიდგომებსა და მეთოდებზე, თუ როგორ უნდა იმუშაონ ბავშვებთან დანაშაულის პრევენციის ადრეულ ეტაპებზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აღნიშნული მოდელი გავავრცელოთ, რაც შეიძლება მეტ სკოლაში,“ - აცხადებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი.

დღის ამბები