07 ივლისი 2024,   02:34
ვრცლად
ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში, თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება - იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი

GWP დღეს, 4 ივლისს,  წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. 

სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება.

"წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაციის ფარგლებში, ახლით იცვლება წყალსადენის 2 კილომეტრამდე სიგრძის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები, წყალარინების 0,5 კილომეტრამდე სიგრძის მოძველებული ქსელი, ასევე ახალ ქსელზე მონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და ეწყობა სახანძრო ჰიდრანტები. პროექტში კომპანია 3,6 მლნ ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს.

გადაერთებითი სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, დღეს, 4 ივლისის, საღამოს 18:00 საათიდან 5 ივლისის დილის 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

წყნეთის გზატკეცილს, კაკლების დასახლებას, უნივერსიტეტის, მარგიანის, მარიჯანის, ტაბლიაშვილის, ამაღლობელისა და მიმდებარე ქუჩებს, ქავთარაძის, ნუცუბიძის ქუჩებისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს. 

4 ივლისს, საღამოს 18:00 საათიდან 5 ივლისის დილის 14:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება: 

წყნეთს, კიკეთს, წავკისს, კოჯორს, ბეთანიას, ახალდაბას, სამადლოს და კვესეთს," - წერია განცხადებაში.

დღის ამბები