07 ივლისი 2024,   05:27
ვრცლად
გიორგი ქვილითაია კარიერას კვიპროსში, ლიმასოლის "არისში" გააგრძელებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ქვილითაია კარიერას კვიპროსში, ლიმასოლის "არისში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ნაკრები ავრცელებს.

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა "აპოელთან" კონტრაქტი არ გაახანგრძლივა და ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

გიორგისთვის ეს მესამე კვიპროსული კლუბია - მან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

დღის ამბები