25 ივნისი 2026,   22:28
ვრცლად
მთაწმინდის ფერდზე ძლიერი დაკვამლიანებაა - ოქროყანის გზისკენ, ბალახი და ბუჩქები იწვის

მთაწმინდის ფერდზე, ამ წუთებში, ძლიერი დაკვამლიანებაა - ცეცხლი ოქროყანის გზისკენ, ბალახსა და ბუჩქებს უკიდია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის სხვა ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

ადგილზე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ხანძრის გამომწვევი მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია. 

დღის ამბები