07 ივლისი 2024,   11:14
ვრცლად
გიორგი ლორია კვიპროსში ბრუნდება

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი ლორია კვიპროსში ბრუნდება. 38 წლის სპორტსმენი კარიერას კვიპროსულ "ომონია არადიპუში"’ განაგრძობს. ინფორმაცია კვიპროსულმა კლუბმა უკვე დაადასტურა.

გიორგი ლორიას ახალი გუნდი მეორე ლიგაში თამაშობდა და, 28-წლიანი პაუზის შემდეგ, უმაღლეს ლიგაში პირველად იასპარეზებს.

ქართველი მეკარე კვიპროსში 2019-23 წლებში ასპარეზობდა, სადაც, გუნდ "ანორ-თოსისთან" ერთად, კვიპროსის თასის გამარჯვებული გახდა.

დღის ამბები