05 ოქტომბერი 2024,   15:02
ვრცლად
ნინო ფოჩხუა სამშენებლო კომპანია "არქის" ფასდაკლების დღეზე: ეს არის ეკონომიკა ინგრევაო? როდის გახსენდებათ ასეთი რიგები ბინის შესაძენად? მე მსგავსი სურათი მიშას "აყვავებულ" საქართველოში მხოლოდ ციხის გალავანთან მინახავს

ექსპერტი ნინო ფოჩხუა სამშენებლო კომპანია "არქის" დიდი ფასდაკლების დღეზე მისული ხალხის ფოტოს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ეს სურათი ასახავს დღევანდელი ხელისუფლების სწორ პოლიტიკას, რაც ეკონომიკის ზრდის და ხალხის კეთილდღეობის საწინდარია.

ფოჩხუა აღნიშნავს, რომ მსგავსი სურათი მიშა სააკაშვილის "აყვავებულ" საქართველოში, მხოლოდ ციხის გალავანთან უნახავს.

"ეს არის ეკონომიკა ინგრევაო? როდის გახსენდებათ ასეთი რიგები ბინის შესაძენად? მე მსგავსი სურათი მხოლოდ მიშას "აყვავებულ" საქართველოში, ციხის გალავანთან მინახავს. აი ზუსტად ეს სურათი ასახავს დღევანდელი ხელისუფლების სწორ პოლიტიკას, არანაირი ომში ჩართვა, მხოლოდ მშვიდობა და სტაბილურობა, რაც ეკონომიკის ზრდის და ხალხის კეთილდღეობის საწინდარია. სამშენებლო კომპანია "არქის" წინასწარი გაყიდვების დღე", - წერს ფოჩხუა.

 

დღის ამბები