05 ოქტომბერი 2024,   14:43
ვრცლად
ნიდერლანდური და ესპანური ულტრამემარჯვენე პარტიები, ევროპის პარლამენტში, ვიქტორ ორბანის ალიანსს, "პატრიოტები ევროპისთვის" შეუერთდებიან - politico

ნიდერლანდური და ესპანური ულტრამემარჯვენე პარტიები გეგმავენ შეუერთდნენ ახალ მემარჯვენე ალიანსს, რომელსაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აყალიბებს. ამის შესახებ politico წერს. 

უნგრეთის ლიდერს მათი მხარდაჭერა საკუთარუ მემარჯვენე ალიანსისთვის და ევროპის პარლამენტში ოფიციალური ჯგუფის კვალიფიკაციისთვის სჭირდება. ეს ნაბიჯები ვიქტორ ორბანს შესაძლებლობას მისცემს, მოიპოვოს წევრების საკმარისი რაოდენობა, რათა ოფიციალურად ჩამოაყალიბოს მემარჯვენე ჯგუფი და პოტენციურად, შეასუსტოს იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის ძალაუფლება, რომელმაც ჯგუფის წევრები უკვე დაკარგა.

ნიდერლანდელმა ხეერტ ვილდერსმა აღნიშნა, რომ "თავისუფლების პარტია" "პატრიოტებს ევროპისთვის" შეუერთდება.

პარლამენტის წესების მიხედვით, ოფიციალურ ჯგუფს შვიდი ქვეყნის 23 დეპუტატი სჭირდება. 

შეგახსენებთ, გასულ კვირას, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, ავსტრიის ულტრამემარჯვენე "თავისუფლების პარტიის" ლიდერმა ჰერბერტ კიკლმა და ჩეხეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა ევროპარლამენტში ახალი მემარჯვენე ჯგუფი - "პატრიოტები ევროპისთვის" შექმნეს. 

დღის ამბები