05 ოქტომბერი 2024,   15:07
ვრცლად
დონეცკის ოლქი ოკუპანტის სამიზნე გახდა - საფრთხის მაღალი დონის გამო, უკრაინის ხელისუფლება მოსახლეობას სასწრაფო ევაკუაციისკენ მოუწოდებს

რუსული აგრესიის 864-ე დღეს, ოკუპანტის სამიზნე დონეცკის ოლქი გახდა. თავდასხმას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 43 კი დაიჭრა. ქალაქ სელიდოვეზე იერიში ორი მართვადი საავიაციო ბომბით განხორციელდა, განადგურებულია საცხოვრებელი სახლები, სავაჭრო ობიექტები და ავტომობილები. საფრთხის მაღალი დონის გამო, უკრაინის ხელისუფლება მოსახლეობას სასწრაფო ევაკუაციისკენ მოუწოდებს.

დონეცკის გარდა, რუსეთის თავდასხმების სამიზნე ქვეყნის კიდევ თორმეტი რეგიონი გახდა. სუმის ოლქის ათობით დასახლება ამ დრომდე ელექტროენერგიის და წყლის გარეშეა დარჩენილი. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ენერგოსისტემა სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან გუნდს დავალება მისცა ზაფხულისთვის გაორმაგებულიყო საჰაერო თავდაცვის სისტემები და უკვე აქვთ შედეგებიც. კიევმა გერმანიისგან "პეტრიოტის" ტიპის საჰაერო თავდაცვის მესამე სისტემა მიიღო. უკრაინის დახმარების აუცილებლობაზე საუბრობს ნატოს გენერალური მდივანიც.

უკრაინის რამდენიმე ოლქში ამ დრომდე განგაშის სიგნალი მოქმედებს. ავიადარტყმების შედეგად დაზიანდა ელექტროგენერატორები და ჰიდროელექტროსადგურები, რამაც მთელი ქვეყნის მასშტაბით, დენის, ბუნებრივი აირის და წყლის მიწოდების ყოველდღიური შეფერხება გამოიწვია. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ქვეყნის ენერგოსისტემამ გენერირების სიმძლავრის ნახევარი დაკარგა.

 

 

დღის ამბები