16 ნოემბერი 2024,   15:29
ვრცლად
თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელები წარადგინა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელები წარადგინა.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ბათუმის მუნიციპალიტეტის საარჩევნო შტაბს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ირაკლი ჭეიშვილი უხელმძღვანელებს;

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საარჩევნო შტაბს ზაზა დიასამიძე უხელმძღვანელებს;

ხულოს მუნიციპალიტეტის საარჩევნო შტაბს ვახტანგ ბერიძე უხელმძღვანელებს;

შუახევის მუნიციპალიტეტის საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს ომარ ტაკიძე;

ქედის მუნიციპალიტეტის საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს ამირან ცინცაძე;

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საარჩევნო შტაბს ლევან ზოიძე უხელმძღვანელებს;

"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" იწყებს მზადებას მოახლოებული არჩევნებისთვის, რათა კიდევ ერთი დამაჯერებელი გამარჯვება ვიზეიმოთ ქართველ ხალხთან ერთად 26 ოქტომბერს. ეს გამარჯვება იქნება ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნების, ეკონომიკური განვითარების და თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე ზრუნვის წინაპირობა," -ნათქვამია ინფორმაციაში. 

 

დღის ამბები