კევინ სპეისი თბილისშია. საქართველოს კულტურის პალატის ინფორმაციით, ამერიკელი მსახიობი ქვეყანაში საქმიანი ვიზიტით იმყოფება. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
კევინ სპეისს მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო ჯილდო მათ შორის ორი "ოსკარი," "ოქროს გლობუსი" და "ბაფტა." სპეისი 2015 წელს ბრიტანეთის იმპერიის ორდენის საპატიო რაინდის მეთაურად დასახელდა.