29 სექტემბერი 2024,   05:28
ვრცლად
ომი უკრაინაში - ღამით რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვისა და დონეცკის ოლქები დაბომბეს

უკრაინაში ომი გრძელდება - ღამით ქვეყანაში სრულმასშტაბიანი საჰაერო განგაში გამოცხადდა. რუსულმა ძალებმა ხარკოვსა და დონეცკის ოლქებზე საჰაერო იერიში მიიტანეს, დაიღუპა 3 ადამიანი, არიან დაშავებულებიც.

უკრაინაში გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე სულ 103 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა, ყველაზე ცხელ მიმართულებად კვლავ პოკროვსკი რჩება.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ ფრანგული იარაღი რუსეთში ნებისმიერ სამხედრო ობიექტებზე გამოიყენონ, რომელიც უკრაინას საფრთხეს უქმნის - მაგრამ არა კრემლზე, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის საკითხებში საფრანგეთის მრჩეველმა განაცხადა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა კი განაცხადა, რომ მოკავშირე ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ უკრაინის დახმარების ახალ პაკეტზე. კანადა 300 მილიონ დოლარს უკრაინელი მფრინავების მომზადებისა და F-16 თვითმფრინავების მოვლისთვის გამოყოფს, ავსტრალიის მთავრობა კი უკრაინისთვის, დამატებით, 250 მილიონი დოლარის დახმარების გაწევას გეგმავს.

 

დღის ამბები