29 სექტემბერი 2024,   05:37
ვრცლად
ფრანგი მორაგბეები გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს - სავარაუდო დანაშაული არგენტინაში ტურის დროს მოხდა

ორ ფრანგ მორაგბეს არგენტინაში ქალის გაუპატიურებაში წაუყენეს ბრალი - ინფორმაციას BBC ადგილობრივ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

20 წლის უგო აურადუ და 21 წლის ოსკარ ჯეგუ ბრალდებულები არიან 39 წლის ქალის გაუპატიურებაში. ქალი ამტკიცებს, რომ ქალაქ მენდოზას სასტუმროს ნომერში რამდენჯერმე გააუპატიურეს და სცემეს. თავად რაგბისტები ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ქალთან შეთანხმებული ინტიმური კავშირი ჰქონდათ, გაუპატიურების ფაქტი კი, ცრუ ბრალდებაა, ბრალდების უარყოფის მიუხედავად ფრანგი რაგბისტები გამოძიების დასრულებამდე პატიმრობაში რჩებიან.

ქალის თქმით, თავდასხმა მოხდა დიპლომატიურ სასტუმროში, სადაც საფრანგეთის რაგბისტები და პერსონალი სამხრეთ ამერიკაში ტურის ფარგლებში იმყოფებოდნენ. ადვოკატის თქმით, სასტუმროს ნომერში ქალი რამდენიმე საათის განმავლობაში მისი ნების საწინააღმდეგოდ ჰყავდათ დაკავებული და რამდენჯერმე გაქცევაც სცადა.

საფრანგეთის რაგბის ფედერაციის (FFR) პრეზიდენტმა ფლორიან გილმა, რომელიც არგენტინაში იმყოფება, განაცხადა, რომ მოთამაშეებს მოვლენების "საკმაოდ განსხვავებული ვერსია" აქვთ.

"ჩვენ არ ვართ მოსამართლეები. ჩვენ არ ვართ გამომძიებლები. მაგრამ ვფიქრობთ, რომ არგენტინის მართლმსაჯულების სისტემამ საქმე ძალიან სწრაფად უნდა განიხილოს", - თქვა მან.

დღის ამბები