22 ნოემბერი 2024,   16:28
ვრცლად
თურქეთში, დენის დარტყმის შედეგად ქუჩაში ორი მოქალაქე დაიღუპა

თურქეთში, ქალაქ იზმირში დენის დარტყმის შედეგად ქუჩაში ორი მოქალაქე დაიღუპა. გარდაცვლილები 23 და 44 წლის პირები არიან.

ძლიერი წვიმის შედეგად, ქალაქის ქუჩებში გუბეები იდგა, ერთ-ერთი ასეთი გუბის გავლის დროს, წყალსაწრეტი ჭის თავსახურმა დენი გაატარა, რის შედეგადაც 23 წლის გოგო დაიღუპა, 44 წლის მამაკაცი მის დახმარებას ცდილობდა, თუმცა დენის დარტყმამ მისი სიცოცხლეც იმსხვერპლა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დენის დარტყმის შედეგად უგონო მდგომარეობაში მყოფი პირები, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მათი გადარჩენა ვერ შეძლეს.

 

დღის ამბები