საქართველოს მოქალაქე, რომელიც ნიუ-იორკში ებრაელი ბავშვების დახოცვას გეგმავდა - ამერიკის გამოძიების შედეგად, ნეონაცისტური დაჯგუფების - მანიაკური მკვლელობის კულტის ლიდერი დააკავეს. ის 21 წლის მიხეილ ჩხიკვიშვილია.
შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, დამნაშავე მოლდოვაში, კიშინიოვში აიყვანეს.
გამოძიების ცნობით, ჩხიკვიშვილი ეძებდა თანამზრახველს, რომელიც სანტა კლაუსის ფორმით შენიღბვასა და ებრაელი ბავშვებისთვის მოწამლული კანფეტების დარიგებას შეძლებდა. ის სწორედ თანამზრახველის ძიების პროცესში დააკავეს.