22 იანვარი 2025,   17:20
ვრცლად
უკრაინაში გვიან ღამით, სრულმასშტაბიანი საჰაერო განგაში ამოქმედდა - დედაქალაქში აფეთქებები იყო
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      რუსეთში "მიგ-31-ის" აფრენის გამო, მთელ უკრაინაში, მათ შორის კიევში გვიან ღამით, სრულმასშტაბიანი საჰაერო განგაში ამოქმედდა. დედაქალაქში იყო აფეთქებები. მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ. დაიბომბა ხერსონის ოლქი; დაშავდა 3 ადამიანი. იერიში მიიტანეს ოკუპანტებმა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებზე.

      პარალელურად, რუსეთმა და უკრაინამ არაბთა გაერთიანებული საემიროების შუამავლობით, ტყვეები გაცვალეს. საუბარია დაახლოებით 100-100 სამხედრო ტყვეზე. ეს ბოლო თვეების განმავლობაში რიგით მესამე გაცვლა იყო.

      უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, დაბრუნებულ სამხედროებს შორის არიან შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები და სასაზღვრო დაცვის წევრები.

       

      დღის ამბები
      მეტი