27 დეკემბერი 2024,   03:52
ვრცლად
დღეს პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტზე იმსჯელებენ

კანონმდებლები ამნისტიის კანონპროექტზე დღეს რიგგარეშე სესიაზე იმსჯელებენ. მანამდე კი ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ.

ოპოზიციის ნაწილისთვის სიახლე მიუღებელია. მათი თქმით, ამნისტიის ეს კონკრეტული კანონპროექტი ჰუმანურ მიდგომას მოკლებულია. უმრავლესობის ოპონენტების ნაწილი სესიაზე დასწრებას გეგმავს. კანონპროექტს მხარს უჭერს პარტია "გირჩი".

კანონის პროექტი, საერთო ჯამში, 300-მდე მუხლს მოიცავს. დეპუტატები, მესამე, ბოლო მოსმენით, მას საშემოდგომო სესიის დროს მიიღებენ.

დღის ამბები