13 აგვისტო 2026,   00:38
ვრცლად
მესტია სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალ "დალის" მასპინძლობს

მესტია სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალ "დალის" მასპინძლობს. ფესტივალზე წარადგინეს რუბენ ოსტლუნდის ფილმი "კვადრატი". ფილმი კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზის - "ოქროს პალმის რტოს" მფლობელია. ჩვენებას რეჟისორი თავადაც დაესწრო. 

მაყურებელი იხილავს მოკლემეტრაჟიან ანიმაციურ და სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმებს, ასევე - ქართული მუნჯი კინოს ნიმუშებს. სპეციალისტები ჩაატარებენ მასტერკლასებს.

ღონისძიება, რომელიც 21 ივლისამდე გაგრძელდება, უკვე მეოთხედ ტარდება.

დღის ამბები