06 სექტემბერი 2024,   04:12
ვრცლად
გრიფით საიდუმლო საქმე, რომელზეც გამოძიებას კითხვები ამ ეტაპზე ორ პირთან აქვს - რომელი მუხლებით მიმდინარეობს და რა ეპიზოდებზე მუშაობს გამოძიება

გრიფით საიდუმლო საქმე, რომელზეც გამოძიებას კითხვები ამ ეტაპზე ორ პირთან აქვს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით, თუმცა, დღეს მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხული უკრაინაში მებრძოლი ქართველი და მისი ადვოკატი, ტერორიზმის მუხლს საერთოდ არ ახსენებენ.

ვიდრე მაგისტრ მოსამართლესთან დაკითხვაზე შევიდოდა, ლაშა ჭიღლაძე უკრაინაში მყოფ მეგობრებს ესაუბრა. მათ უკვე იცოდნენ, რომ საქართველოში მყოფი თანამებრძოლი, დღეს სასამართლოში იყო დაბარებული.

ჭიღლაძეს არც შენობაში შესვლამდე და არც დაკითხვის დასრულების შემდეგ. დეტალებზე მედიასთან არ უსაუბრია.

კომენტარი გააკეთა ადვოკატმაც, თუმცა დაცვის მახრეს არ უთქვამს. რომ გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს და ჟურნალისტებს მხოლოდ 315-ე მუხლზე მიუთითა.

ჭიღლაძის დაცვის მხარეს არც ის დაუკონკრეტებია რა ეპიზოდზე მუშაობს გამოძიება, "კურიერმა" კი გაარკვია, რომ საქმე 315-ის გარდა 18-323-თაც არის აღძრული, რაც ტერორიზმის მომზადებას გულისხმობს, დაკითხვიდან გამოსული ადვოკატი მოგვიანებით "კურიერთან" სატელეფონო კომენტარში ვერ იხსენებდა რა მუხლებზე იყო საუბარი მოსამართლის თანდასწრებით.

დღის ბოლოს, "კურიერს" ინფორმაცია სუსში დაუდასტურეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიება 18-323-ე ტერორიზმის მომზადების ფაქტზეც მიმდინარეობს. იმის გამო, რომ საქმეს გრიფი ადევს, უწყება სხვა დეტალებს ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს.

უკვე ცნობილია, რომ ამავე საქმეზე სუსშიდაბარებულია ლაშა ჭიღლაძის თანამებრძოლი ვაჟა ცეცაძე. სავარაუდოდ, ისიც შეთქმულების და ტერორიზმის მუხლით აღძრულ საქმეზე გამოიკითხება.

უკვე ცნობილია, რომ ამავე საქმეზე სუსში დაბარებულია ლაშა ჭიღლაძის თანამებრძოლი ვაჟა ცეცაძე. სავარაუდოდ, ისიც შეთქმულების და ტერორიზმის მუხლით აღძრულ საქმეზე გამოიკითხება.

 

 

 

 

 

დღის ამბები