ჭაბუკა მახარაძე ინდივიდუალურ კატასა და კუმიტეს კატეგორიებში ოქროს მედლის მფლობელი გახდა. თურქეთის ქალაქ ბურსაში კარატეს საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, რომელშიც მსოფლიოდან 15 ქვეყნის 1500-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
ტურნირში საქართველოს შოტოკან კარატეს კონფედერაციის გუნდმაც მიიღო მონაწილეობა, სადაც მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა, ჭაბუკა მახარაძემ მორიგი მედლების მოპოვება შეძლო. მას ასევე გადაეცა სპეციალური პრიზი, თურქეთში წლების განმავლობაში წარმატებული ასპარეზობისთვის.