13 აგვისტო 2026,   05:43
ვრცლად
ანსამბლ "რუსთავის" ტურნე ბათუმში დასრულდა

ანსამბლ "რუსთავის" ტურნე ზღვისპირა ქალაქში დასრულდა. დასკვნითი კონცერტი ბათუმის საზაფხულო თეატრში გაიმართა. "რუსთავი" მაყურებლის წინაშე ახალი შემადგენლობითა და განახლებული რეპერტუარით წარსდგა.

ანსამბლმა 20-ზე მეტი ნომერი შეასრულა. კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ტურნეს ფარგლებში "რუსთავმა" კონცერტები დასავლეთ საქართველოს ხუთ ქალაქში გაიმართა.

 

დღის ამბები