25 ოქტომბერი 2024,   16:27
ვრცლად
ონკოპაციენტებისთვის საჭირო მედიკამენტებისა და სხვა სამედიცინო სერვისების მიღება გამარტივდა

უკვე ერთი კვირაა, ონკოპაციენტებისთვის საჭირო მედიკამენტებისა და სხვა სამედიცინო სერვისების მიღება გამარტივდა. მაია ტაბარუკიშვილს რთული გზა გაუმარტივდა - სააფთიაქო ქსელებში მედიკამენტს თავად აღარ ეძებს. ონკოპაციენტს საჭირო პრეპარატი, დღეს, პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში დახვდა. ბენეფიციარის სამედიცინო პროცედურას ჯანდაცვის მინისტრი დაესწრო.

ბენეფიციარებისთვის, პრეპარატების მიწოდების ახალი წესის ამოქმედების პარალელურად, ჯანდაცვის მინისტრმა ამერიკულ ჰოსპიტალში, პაციენტებისთვის საჭირო მედიკამენტების შენახვის პირობები შეამოწმა.

პროცედურების გავლა ყველა იმ კლინიკაშია შესაძლებელი, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული. სიახლე ეხებათ იმ ონკოპაციენტებს, ვისაც საჭირო მედიკამენტების რეცეპტი 24 ივლისის შემდეგ აქვს აღებული.

ონკოპაციენტებისთვის სამედიცინო სერვისების გამარტივებას, დროულს და აუცილებელს უწოდებენ ის ორგანიზაციები, რომლებიც თავად არიან ჩართული ფირო რეაბილიტაციის პროცესში.

ადამიანებისთვისაცაა პრეპარატების მიწოდების ახალი წესი, ძალაში 24 ივლისიდან შევიდა.

დღის ამბები