21 აგვისტო 2026,   15:18
ვრცლად
დღეს, პარიზის ოლიმპიადაზე 5 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს

დღეს, პარიზის ოლიმპიადაზე 5 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.

ტყვიის სროლაში ლეგენდარული ნინო სალუქვაძე 25-მეტრიან დისტანციაზე შეეცდება წარმატების მიღწევას. 40 მონაწილიდან 8 საუკეთესო გადავა ფინალში.

12:00 საათიდან, დაიწყება ძიუდოს შეხვედრები. ქალთა +78 კგ. წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილი 1/16 ფინალურ ეტაპზე გერმანელ რენეე ლუხტს შეხვდება. ქართველი ღონისძიების პირველივე ბრძოლაში იასპარეზებს.

კაცთა +100 კგ. წონით კატეგორიაში კი გურამ თუშიშვილი დაიცავს საქართველოს ღირსებას. ქართველი ტურნირში 1/8 ფინალიდან ჩაერთვება, სადაც სენეგალელ ნდიაიესა და გვინეა-ბისაუელ მანეს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ეს ბრძოლა რიგით მე-14 იქნება.

ლიკა ხარჩილავა შეეცდება 100 მეტრზე სირბილში კვალიფიკაციის გადალახვას, სადაც 3 საუკეთესო გადავა შემდეგ ეტაპზე.

ლუბა გოლოვინა კი, ბატუტზე ხტომაში წარსდგება, სადაც 16 მონაწილიდან ფინალურ ეტაპზე 8 საუკეთესო გადადის.

დღის ამბები