21 აგვისტო 2026,   15:16
ვრცლად
ხუთი ქართველი იასპარეზებს - რომელი სპორტსმენები წარადგენენ დღეს საქართველოს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ხუთი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. თავისუფალ ჭიდაობაში, 65 კგ-მდე წონით კატეგორიაში საქართველოს გოდერძი ძებისაშვილი წარადგენს.

97კგ წონით კატეგორიაში მედლის მოგებას, ევროპის მოქმედი ჩემპიონი გივი მაჭარაშვილი შეეცდება. ოქროს მედლისთვის კი გენო პეტრიაშვილი იბრძოლებს. დღეს ასევე საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ორი წევრი – ირაკლი ჩხეიძე და ლაშა ტალახაძე იასპარეზებს.

ატაცში 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანი ირაკლი ჩხეიძე 102 კგ-მდე წონით კატეგორიაში გამოვა. ჩხეიძე ოლიმპიადაზე გამოსვლას თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყებს.

ფიცარნაგზე +102 კგ წონით კატეგორიაში მესამე ოლიმპიური ოქროს მედლისთვის, ლაშა ტალახაძე იასპარეზებს. 30 წლის ქართველი ძალოსანი ბრძოლას თბილისის დროით 22:30 საათიდან დაიწყებს.

დღის ამბები