05 ოქტომბერი 2024,   11:22
ვრცლად
ჯგუფი "ეგარი" 15 წლისაა

ჯგუფი "ეგარი" 15 წლისაა - საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტის "ქართული ფოლკლორი და ესტრადა რეგიონებში ხელშეწყობა" ფარგლებში, კომპანია Meta Georgia-მ ფოთსა და ქობულეთში ჯგუფ "ეგარის" საიუბილეო კონცერტები გამართა.

საგასტროლო ტურნეში "ეგარის" მუსიკოსებმა ტრადიციული პროგრამა შეასრულეს. კონცერტებს, ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, უცხოელი ტურისტებიც დაესწრნენ.

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, კომპანია Meta Georgia-მ მსგავსი პროექტები გასულ წლებშიც განახორციელა და, ჯგუფ "ეგართან" ერთად, საგასტროლო ტურნე საქართველოს რეგიონებში მოაწყო.

დღის ამბები