05 ოქტომბერი 2024,   11:34
ვრცლად
ისრაელის ძალებმა ჯაბალიას დევნილთა ბანაკი დაბომბეს - ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს

ახლო აღმოსავლეთში ვითარება ისევ რთულია. ღაზის სექტორში ისრაელის იერიშებს 49 ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელის ძალებმა ჯაბალიას დევნილთა ბანაკი დაბომბეს. ამ დროისთვის, ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ისრაელის მთავრობამ ღაზის სამხრეთი ნაწილიდან ევაკუაციის ახალი ბრძანება გასცა.

მედიატორების განცხადებით, დოჰაში გამართული მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, პოზიტიურ და კონსტრუქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა, თუმცა თავად "ჰამასი" და ისრაელი აღნიშნავენ, რომ პოზიციების დაახლოება ვერ შედგა. მოლაპარაკებები შემდეგ კვირაში, ეგვიპტეში გაგრძელდება.

 

დღის ამბები