04 ოქტომბერი 2024,   22:31
ვრცლად
საფრანგეთის ქალაქში, სინაგოგაში ხანძრის გაჩენის მცდელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია - ეჭვმიტანილი ალჟირელი მამაკაცია

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჯერარდ დარმანინის განცხადებით, პოლიციამ მამაკაცი დააკავა, რომელიც ქალაქ ლაგრანდ მოტეში სინაგოგაში ხანძრის გაჩენის მცდელობაშია ეჭვმიტანილი. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის გაბრიელ ატალის განმარტებით, ეჭვმიტანილის სამძებრო ოპერაციაში 200-მდე პოლიციელი მონაწილეობდა.

ცნობისთვის, თავდამსხმელმა სინაგოგის რამდენიმე შესასვლელი კარი დაწვა და შენობის მიმდებარედ გაჩერებულ რამდენიმე მანქანას ცეცხლი წაუკიდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი 33 წლის ალჟირელია. ადგილობრივმა პოლიციამ, შემთხვევის დეტალების შესახებ ინფორმაციის გაცემაზე უარი განაცხადა.

 

დღის ამბები