13 აგვისტო 2026,   08:28
ვრცლად
ომი გრძელდება ახლო აღმოსავლეთში - დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური სამხედრო ოპერაციის შედეგად დაიღუპა 12, დაშავდა 22 ადამიანი

ომი გრძელდება ახლო აღმოსავლეთში - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ისრაელმა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე შეჭრით კონფლიქტის არეალი არ უნდა გააფართოვოს.

დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის იერიშები მკაცრად დაგმო გაეროს ხელმძღვანელმაც - ანტონიო გუტიერეშმა ისრაელს მოუწოდა - დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ოპერაცია, რომლის გამოც ბავშვებიც დაიღუპნენ.

გაეროს უშიშროების საბჭო ღაზაში ჰუმანიტარული ვითარების შესახებ სხდომას გამართავს - სხდომის ჩანიშვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ისრაელის ძალებმა გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის მანქანას სამხედრო საგუშაგოსთან ახლოს ცეცხლი გაუხსნეს.

დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური სამხედრო ოპერაციის შედეგად დაიღუპა 12, დაშავდა 22 ადამიანი.

დღის ამბები