14 სექტემბერი 2024,   12:45
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა, ხვალ გაგრძელდება

საკონსტიტუციო სასამართლოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა ხვალ, 11:00 საათზე გაგრძელდება.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ დღევანდელი სხდომის დასრულებისას განაცხადა, ხვალინდელ სხდომას იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლობა დაესწრება.

"დღეს სხდომის კიდევ გაგრძელება არ იქნება სწორი, უკვე 21:00 საათია. ხვალ იუსტიციის სამინისტრო აუცილებლად იქნება წარმოდგენილი. ჩვენ გვაქვს ინტერესი იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც დღევანდელ სხდომაზე გააჟღერეთ და, მათ შორის, პერსონალურ ინფორმაციასთან, სტატისტიკასთან, მონიტორინგთან და ა.შ. დაკავშირებით. ყველა ის საკითხი, რომელთანაც იუსტიციის სამინისტროს აქვს შემხებლობა", - განაცხადა მერაბ ტურავამ.

დღის ამბები