05 ოქტომბერი 2024,   13:21
ვრცლად
ჭიათურაში, ადგილობრივების ერთმა ჯგუფმა, რომელსაც შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროები 5 თვეზე მეტია ბლოკირებული აქვთ, შიმშილობა დაიწყო

ჭიათურაში, ადგილობრივების ერთმა ჯგუფმა, რომელსაც შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროები 5 თვეზე მეტია ბლოკირებული აქვთ, შიმშილობა დაიწყო. პროტესტის მონაწილეები კომპენსაციების გაცემას ითხოვენ, თუმცა კომპანიიდან გამოთხოვილი დოკუმენტებით დასტურდება, რომ შუქრუთში პროტესტის ორგანიზატორებს კომპენსაციები სრულად აქვთ აღებული.

კომპანიის ინფორმაციით, 2024 წლის ჩათვლით მათ კომპენსაციის სახით უკვე გაცემული აქვთ 12 მილიონ ლარზე მეტი. აღნიშნავენ, რომ აქციის მონაწილეებიდან რამდენიმეს თანხა არ აუღია, იმ მიზეზით, რომ ისინი ჯერ რიგში არ არიან. განმარტავენ, რომ მოსახლეობა დაყოფილია სამ კატეგორიად .

კომპანია პირველ რიგში მათ აძლევს კომპენსაციებს, ვინც ყველაზე მეტად დაზარალებულია და ასეთები არიან პირველ კატეგორიაში. ის ადამიანები კი ვისაც შესაბამისი თანხა არ აუღია მეორე ან მესამე კატეგორიაში არიან.

"მაღაროების დაზიანებისკენ მიმართული ორგანიზებული მოქმედების“ ბრალდებით პროკურატურამ პროტესტის მონაწილეებს ბრალი წაუყენა, რაც სასჯელის სახედ 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კომპანია კიდევ ერთხელ მოუწოდებს პროტესტის მონაწილეებზ შეწყვიტონ პროტესტი და მოკაპარაკების მაგიდას მოუსხდნენ.

დღის ამბები