16 სექტემბერი 2024,   01:25
ვრცლად
ვერის პარკის რეაბილიტაცია - სარემონტო სამუშაობესთვის ტერიტორიის შემოღობვა დღეს დაიწყო

ვერის პარკს, რომელსაც ყველა თაობის ადამიანი სტუმრობს, რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სარემონტო სამუშაოებისთვის ტერიტორიის შემოღობვა დღეს დაიწყო, ისტორიული რეკრეაციული სივრცის დიზაინის პროექტი კი მოქალაქეების ჩართულობით შემუშავდა.

საბავშვო და საფეხბურთო მოედნები, ძაღლების სასეირნო სივრცე, საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატური და ადმინისტრაციული შენობა - ასეთი იქნება ვერის პარკი 2025 წლის ბოლოს, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ. პროექტის მიხედვით, შენარჩუნდება
მრავალწლოვანი ხე-მცენარეები, პარალელურად გაჩნდება ახალი გამწვანებული სივრცეებიც.

4 ჰექტარზე გაშენებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე პარკში, სამუშაოებს სამშენებლო კომპანია ,"ნიუკონსი"" ჩაატარებს.

დედაქალაქს რომ მალე განახლებული ვერის პარკი ექნება - ეს თბილისის მაცხოვრებლებს, თბილისი მერმა თავად უთხრა. კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მწვანე სივრცეებისა აუცილებლობასა და ვერის პარკის პროექტის დეტალებზე ისაუბრა.

ისტორიული რეკრეაციული სივრცის-ვერის პარკის რეაბილიტაცია დღეს დაიწყო, სამუშაოებისთვის 24 მილიონი ლარი დაიხარჯება, განახლებული პარკი კი სტუმრებს 2025 წლის ბოლოს უმასპინძლებს.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე.

 

დღის ამბები