16 სექტემბერი 2024,   08:03
ვრცლად
საკანონმდებლო ინიციატივების დახვეწა და მარეგულირებელი უწყებების თანამშრომლობის გაძლიერება - მომხმარებლის უფლებების ეროვნული სტრატეგია

საკანონმდებლო ინიციატივების დახვეწა და მარეგულირებელი უწყებების თანამშრომლობის გაძლიერება - მთავრობამ მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა. ოთხწლიანი გეგმა, ინსტიტუციურ ცვლილებებს, მომხმარებლების, ბიზნესის ცნობიერების ამაღლებასა და ორგანიზაციებს შორის ერთიან მოქმედებას ითვალისწინებს.

ახალი სტრატეგია მთავრობას კონკურენციის სააგენტომ წარუდგინა. უწყების მიერ მომზადებული დოკუმენტი, მომხმარებელთა დაცვის სფეროში, საერთაშორისო გამოცდილებას ეფუძნება.

კონკურენციის სააგენტოსთან ერთად, სტრატეგიის შემუშავების პროცესში ეროვნული ბანკი და სემეკი ჩაერთო. ერთობლივ დოკუმენტში უწყებებმა მთავარი პრიორიტეტები გაწერეს. მარეგულირებლები, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით ერთმანეთს, კონკრეტულ ხედვებს გაუზიარებენ.
"მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" კანონი საქართველოს პარლამენტმა 2022 წელს მიიღო. აღმასრულებელ უწყებად კი კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო განისაზღვრა.

 

 

 

დღის ამბები