"იაზროვნე" - ასე ჰქვია, სტუდენტების მიერ დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც სხვადასხვა პროფესიის ახალგაზრდას აერთიანებს. ამბობენ, რომ ორგანიზაციის მიზანია, შეიქმნას ალტერნატიული სივრცე, რომელიც ღია იქნება სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე დისკუსიისთვის.
ამ ეტაპზე, ორგანიზაცია საკუთარი სახსრებით იწყებს ფუნქციონირებას, თუმცა, სამომავლო თანამშრომლობის შემთხვევაში, ამბობენ, რომ მათი ფინანსები სრულად გამჭვირვალე იქნება.