16 სექტემბერი 2024,   08:02
ვრცლად
Shein და Temu - ორი ჩინური იაფი ელექტრონული ვებსაიტი, შეერთებული შტატების მთავრობის გამოძიების სამიზნე გახდა

Shein და Temu, ორი ჩინური იაფი ელექტრონული კომერციის ვებსაიტი, შეერთებული შტატების მთავრობის გამოძიების სამიზნე გახდა.

სამომხმარებლო პროდუქტების უსაფრთხოების კომისიამ განაცხადა, რომ მათ სურთ გამოიკვლიონ, თუ როგორ შეესაბამება ეს ორი კომპანია აშშ-ს უსაფრთხოების სტანდარტებს.

ბოლო დღეებია, აღნიშნულ ვებსაიტებზე განთავსებულ პროდუქტებთან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნივთები მომაკვდინებელ ნივთიერებებს შეიცავენ. სოციალური ქსელების მომხმარებლები ამის შესახებ ინფორმაციას ერთმანეთს უზიარებდნენ და ურჩევდნენ აღარ ესარგებლათ აპლიკაციებით. 

Shein-სა და Temu-ზე გაყიდული პროდუქციის დიდი ნაწილი იაფია და აღნიშნულ ვებსაიტებზე უამრავი ნივთის შეძენაა შესაძლებელი.

სამომხმარებლო პროდუქტების უსაფრთხოების კომისიაში აცხადებენ, რომ სააგენტოს თანამშრომლები გამოიძიებენ კომპანიების უსაფრთხოებასთან შესაბამისობას.

Shein-მა CNN-სთვის მიცემულ კომენტარში თქვა, რომ მომხმარებელთა უსაფრთხოება მათი ”უმთავრესი პრიორიტეტია". Temu-ს წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ მათ პლატფორმაზე დაცულია მოქმედი კანონები და რეგულაციები, მათ შორის პროდუქტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

აღნიშნული ორი კომპანიის პოპულარობა დღითი დღე იზრდება - სწორედ ამიტომ, ჩნდება კითხვები - თუ როგორ ახერხებენ საქონლის გაყიდვას ასეთ დაბალ ფასად, რამდენად გამჭვირვალეები არიან საზოგადოებასთან და რამდენ ეკოლოგიურ ნარჩენს გამოიმუშავებს მათი ბიზნესი.

დღის ამბები