12 ოქტომბერი 2024,   01:05
ვრცლად
სუს-ის სასწავლო ცენტრი, უსაფრთხოების ახალგაზრდული სკოლის ფარგლებში, სასერტიფიკატო კურსის მეორე ნაკადის მიღებას იწყებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი, უსაფრთხოების ახალგაზრდული სკოლის ფარგლებში, სასერტიფიკატო კურსის მეორე ნაკადის მიღებას იწყებს.

პროექტის ფარგლებში, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე, მონაწილეები ინფორმაციას მიიღებენ დარგის ექსპერტებისგან, მათ შორის უსაფრთხოების სექტორის ხელმძღვანელი პირებისგან. მთავარ მიმართულებებს შორის არის უსაფრთხოების ანატომია, დაზვერვისა და კონტრდაზვერვის განვითარების ისტორია, მსოფლიოს სპეცსამსახურების გახმაურებული საქმეები, კორუფციასთან ბრძოლა, კიბერუსაფრთხოება და სხვა საკითხები.

ერთთვიანი კურსი უფასოა. სწავლა 30 სექტემბერს დაიწყება.

დღის ამბები