19 სექტემბერი 2024,   11:29
ვრცლად
როდის დაიწყება საქართველო-უკრაინის საფეხბურთო ნაკრებების მატჩის ბილეთების გაყიდვა

UEFA-ს ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის მესამე შეხვედრას საქართველოს ნაკრები უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი პოლონეთში, ქალაქ პოზნანში გაიმართება. შეხვედრა 11 ოქტომბერს შედგება.

ეროვნული ნაკრების ცნობით, საქართველოს გულშემატკივრისათვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა კი 18 სექტემბერს, 12:00 საათზე TKT.GE-ს საშუალებით დაიწყება.

"უეფას ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის მესამე შეხვედრას საქართველოს ნაკრები უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი პოლონეთში, ქალაქ პოზნანში გაიმართება.

საქართველოს გულშემატკივარსთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა 18 სექტემბერს, 12:00 საათზე TKT.GE-ს საშუალებით დაიწყება.

ბილეთის ფასი 32 ლარი (45 პოლონური ზლოტი) იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თითოეულმა მომხმარებელმა უნდა მიუთითოს პასპორტის ნომერი/პირადი ნომერი და საკონტაქტო ინფორმაცია (მობილურის ნომერი და ელ-ფოსტა). თქვენს მიერ განკუთვნილ ბილეთს მატჩის დაწყებამდე 3 დღით ადრე მითითებული ელ-ფოსტის საშუალებით მიიღებთ," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები