21 დეკემბერი 2024,   06:53
ვრცლად
ტრანსგენდერი ქალის კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე, შსს-მ გამოძიება დაიწყო

ტრანსგენდერი ქალის კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმე, 108-ე მულით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ამის შესახებ "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. 

კესარია აბრამიძე მოკლულის ცხედარი დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში იპოვეს.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. შემთხვევის ადგილზე მუშაობს "კურიერის" გადამღები ჯგუფიც.

"კურიერის" ინფორმაციით, მკვლელი, სავარაუდოდ მისი მეგობარი მამაკაცია.

 

 

დღის ამბები