21 სექტემბერი 2024,   12:28
ვრცლად
ისრაელის სამხედრო ავიაციის მიერ ბეირუთის დაბომბვის შედეგად, ლიბანში მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება. ისრაელის სამხედრო ავიაციის მიერ ბეირუთის დაბომბვის შედეგად, ლიბანში მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა. დაღუპულია 14-მდე. დაშავებულია 65-ზე მეტი.

ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებს, რომ ოპერაციის შედეგად მოკლულია "ჰეზბოლას" ელიტური დანაყოფის, "რადვანის" ერთ-ერთი მეთაური, იბრაჰიმ აქილი, რომელიც დაჯგუფების სამხედრო ოპერაციებს ხელმძღვანელობდა.

 

დღის ამბები