21 სექტემბერი 2024,   18:10
ვრცლად
დანიაში ქართული კულტურის დღეები გაიმართება

დანიაში ქართული კულტურის დღეები გაიმართება. 24 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით, კოპენჰაგენი, ქართულ პროგრამას უმასპინძლებს. ქართული დღეების ფარგლებში, გაიმართება კონცერტები, კულტურული საღამოები.

ამასთან, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი უილიამ შექსპირის "ოტელოს" წარადგენს, ხოლო საქართველოს ეროვნული კინოცენტრი დანიის კინო ინსტიტუტის სინემათეკასთან პარტნიორობით, სამი ქართული ფილმის ჩვენებას გამართავს.

დღის ამბები