22 სექტემბერი 2024,   13:20
ვრცლად
რუსეთის არმიამ მართვადი საავიაციო ბომბებით ხარკოვს ისევ შეუტია - ერთ-ერთი ბომბი საცხოვრებელ მრავალსართულიან შენობას დაეცა

უკრაინაში ფრონტის ხაზი უცვლელია - რუსეთის არმიამ მართვადი საავიაციო ბომბებით ხარკოვს ისევ შეუტია. ერთ-ერთი ბომბი საცხოვრებელ მრავალსართულიან შენობას დაეცა. დაშავებულია მინიმუმ 21 ადამიანი, მათ შორის, სამი ბავშვია.

შეტევა იყო დონეცკის ოლქზეც. დაიღუპა 1 და დაშავდა 7 ადამიანი.

კონტრშეტევას აგრძელებს უკრაინაც. შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ 21 სექტემბრის ღამეს, მათი სამიზნე რუსეთში მდებარე საბრძოლო მასალის ორი საწყობი გახდა. ერთ-ერთი მათგანი, კერძოდ, კრასნოდარის მხარეში მდებარე "ტიხორეცკის“ არსენალი, რუსეთის ჯარის ლოგისტიკური სისტემის ერთ-ერთი საკვანძო საწყობია.

დღის ამბები